სასწავლო პროექტი


1.პროექტის სახელწოდება: შიგაწვის ძრავები და ბუნების დაცვა





2.პროექტის მთავარი იდეა: პრობლემის გაანალიზება თუ რა პრობლემებს იწვევს შიგაწვის ძრავები და მისი ზეგავლენა ბუნებაზე. რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ხშირად დაზიანებულია ან გაუმართავად მუშაობს ძრავები. ენერგიის გამოყენების ოპტიმალური გზების ძიება. მონაცემების პრეზენტაციის სახით წარმოდგენა და გავრცელება ინტერნეტში

3. პროექტის აქტუალობა: დღესდღეობით ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს შიგაწვის ძრავების მავნე ზემოქმედება ბუნებაზე.  ამ პროექტით ბავშვები გაათვითცნობიერებენ და ისწავლიან საწვავის  ეკონომიურ ხარჯვას. და შეამცირებენ მომავალში მის მავნე გავლენას ბუნებაზე. მოძებნიან შიგაწვის ძრავების ალტერნატივას.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებში პრობლემის ანალიზის უნარის განვითარება. პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი. კვლევა ძიების უნარის განვითარება. პრობლემის გადაჭრის გზების უნარის განვითარება. ეკონომიკური გათვლების გაკეთების უნარი, ინტერნეტში მუშაობის, პრეზენტაციების კეთების და მათი ინტერნეტში განთავსების უნარის განვითარება.

5. მონაწილეთა  ასაკი; 14-15 წელი

6. განხორციელების ვადები: 14 დღე

7. მოსალოდნელი შედეგები
        მოხმარებული სხვადასხვა სახის საწვავის დანახარჯების განსაზღვრა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
        ენერგიებს შორის პრიორიტეტულის განსაზღვრა.
        ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა და ბუნებაზე მავნე ზემოქმედების შემცირება
     
 8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: შიგაწვის ძრავების მოდელები, პლაკატები, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია,

9. პროექტის მსვლელობა:  

აქტივობა 1 _ თემის შერჩევა და შეკითხვების ჩამოყალიბება:
მოსწავლეებს შევთავაძე თემა: „შიგაწვის ძრავებისაგან გარემოს დაცვა“.
დავუსვი რამდენიმე შეკითხვა, რათა გამომეწვია მათი ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით:

  1. თქვენ როგორ თვლით, შიგაწვის ძრავებისაგან გამონაბოლქვი აზიანებს ბუნებას?
  2. თუ კი, როგორ დავიცვათ ბუნება ამ მოვლენისაგან?
აქტივობა 2 _ ჯგუფებად დაყოფა;
შემთხვევითი შერჩევის პრინციპიტ შევადგინე სამი ჯგუფი;

აქტივობა 3 _ ჯგუფებში დავალებების განაწილება;


პირველი ჯგუფი _ მოსწავლეები განსაზღვრავენ, რა სახის  ძრავები შეიძლება იყოს ალტერნატივა შიგაწვის ძრავების.
მეორე ჯგუფი _ დაადგენენ, ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით რომელი ენერგიის გამოყენებაა უმჯობესი.
მესამე ჯგუფი _ მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთებენ პრეზენტაციას და წარუდგენენ აუდიტორიას შემდეგ განათავსებენ ინტერნეტ სივრცეში, რომ უფრო ფართო საზოგადოება გაეცნოს.

აქტივობა 4 _ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ელექტრონული პრეზენტაციის შექმნა;

აქტივობა 5 _ პროექტის პრეზენტაცია;
მოვიწვიეთ მაღალი კლასის მოსწავლეები, ასევე სკოლის ადმინისტრაცია, მშოლები და სხვა საგნის მასწავლებლები.
გავაცანით ჩვენი პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. ვისაუბრეთ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე.

აქტივობა 6 _ მოსწავლეთა შეფასება;


თარიღი:

 კვლევითი          
პროექტი
 მოსწავლ


 შეფასების კრიტერიუმები      





პროექტის მიზანი






კვლევის გეგმის შემუშავება





საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება

კვლევის ჩატარება






მონაცემების აღრიცხვა





ანალიზი და დასკვნის გაკეთება




პრეზენტაცია






ქულათა მაქსიმალური რაოდენობა






0-1
0-1
0-1
0-2
0-1
0-2
0-2
10
1.








2.








3.








4.








5








6.








7.



























10. საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ფიზიკა- სითბური ენერგიის წყაროები და მათი გამოყენება. გეოგრაფია გარემოს დაცვა და ეკოლოგია. მათემატიკა-მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა.


ფიზ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.

  შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

·         აანალიზებს წვის სითბოს, გამოითვლის მას და იყენებს პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად (მაგ. სხვადასხვა საწვავის გამოყენება მომგებიანობის თვალსაზრისით);

·         მოიპოვებს ინფორმაციას და აღწერს სითბური ძრავების მოქმედების პრინციპს  (შიგაწვის ძრავა, ტურბინა);

პროექტის ხელმძღვანელი: გიორგი ჭელიძე

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: chelidze.gia@gmail.com


No comments:

Post a Comment