გაკვეთილის გეგმა ფიზიკაში
გაკვეთილის მთავარი თემა
|
საშუალო სიჩქარისა და
გავლილი მანძილის განსაზღვრა თანაბრ აჩქარებული მოძრაობისას
|
საგანი/პედაგოგი
|
ფიზიკა/გიორგი ჭელიძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო საფეხური/IX კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
11 მოსწავლე/განსაკუთრებული
საჭიროების მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა
და აქტუალობა
|
·
დაკვირვების, აღწერის
კლასიფიკაციის უნარ ჩვევების განვითარება.
·
მოსწავლეები
გრაფიკების მეშვეობით განსაზღვრავენ მოძრაობის მახასიათებელ პარამეტრებს.
|
გაკვეთილის მიზნები და
მისაღწევი შედეგები
|
ფიზ. IX.3.მოსწავლეს შეუძლია სხეულთა თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ატარებს გაზომვებს
სხეულის საშუალო სიჩქარის გამოსათვლელად, აანალიზებს შედეგებს;
გეგმავს და ატარებს
ცდებს სხეულთა წრფივ თანაბარაჩქარებულ მოძრაობაზე
დასაკვირვებლად, აწარმოებს შესაბამის გაზომვებს და აღწერს კავშირს მოძრაობის
მახასიათებელ სიდიდეებს შორის;
· აღწერს სხეულის
მოძრაობას სხვადასხვა სხეულთა მიმართ, მოჰყავს მოძრაობის
ფარდობითობის მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან;
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს აქვთ
შესწავლილი თანაბარი მოძრაობა, სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკები და
ფორმულები.
|
შეფასების საგანი და
პროცედურები
|
ფასდება მოსწავლეთა
სასწავლო მუშაობაში მონაწილეობა-ჩართულობა. შეფასება ხდება წინასწარ
შემუშავებული რუბრიკით, რომელიც წინასწარ ეცოდინებათ მოსწავლეებს.
|
სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,
სახაზავი, ფანქარი, დაფა, ცარცი, პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
გაკვეთილი იწყება
საშინაო დავალების ანალიზით.
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
I აქტივობა:
კითხვა-პასუხი 10 წუთი.
კითხვები:
1. როგორ განასხვავებთ
სიჩქარის გრაფიკის საშუალებით მოძრაობა შენელებულია თუ აჩქარებული?
2. როგორ გამოვთვალოთ
სიჩქარის გრაფიკის მეშვეობით აჩქარება?
3. როგორი სახე აქვს
სიჩქარის დროზე დამოკიდებულების ფორმულას?
4. რა პარამეტრების
დადგენა შეგიძლიათ სიჩქარის ზოგადი ფორმულიდან?
II აქტივობა: ამოცანის
ამოხსნა საშუალო სიჩქარის გამოთვლაზე 5 წუთი (მთელ კლასთან).
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება
III აქტივობა.
სიჩქარის გრაფიკის გამოყენებით გავლილი მანძილის გამოსათვლელი ფორმულის დადგენა.
ელექტრონული პრეზენტაცია 12 წთ.
IV აქტივობა.
წყვილებში მუშაობა თანაბარ
შენელებული მოძრაობის გავლილი მანძილის ფორმულის დადგენა და ამ ფორმულით შესაბამისი ამოცანის ამოხსნა. 8წთ.
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია
V აქტივობა: რეფლექსია. ახალი მასალის განმტკიცება კითხვა პასუხი და სტრატეგია 3;2;1. ის გამოყენება 5წთ.
VI აქტივობა მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას, გავლილი მანძილის ფორმულის გამოყენებაზე. 3წთ.
შეფასება - 2წთ.
|
No comments:
Post a Comment